პასკალ მენიე - დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდეთ, ნათელი მოჰფინონ იმ გარემოებებს, რომელმაც ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიწვია

ჩვენ პრესის კომუნიკეშიც მოვუწოდეთ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ნათელი მოჰფინონ იმ გარემოებებს, რომელმაც გამოიწვია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განუცხადა.

დიპლომატის განმარტებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ასევე საუბარია იმ ორი მოქალაქის გათავისუფლებაზე, რომელიც ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

„პირველივე დღეებში შევიტყეთ ამის შესახებ და დამწუხრებული ვართ ამ ფაქტით. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მისი გარდაცვალების გამო. ჩვენ პრესის კომუნიკეშიც მოვუწოდეთ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ნათელი მოჰფინონ იმ გარემოებებს, რომელმაც გამოიწვია ტატუნაშვილის გარდაცვალება და ასევე მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ ის ორი ქართველი, რომელიც ამჯერად იმყოფება ეწ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნდობას ვუცხადებთ იმ ქმედებებსა და ღონისძიებებს, რომელსაც ატარებს სადამკვირვებლო მისია საქართველოს ტერიტორიაზე და რომელიც საჭირო საქმიანობას ახორციელებს ჩვენს ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზთან. კომუნიკეში ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა