გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი კი სიონის ტაძარში მიმდინარეობდა. მაისაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს მეგობრებმა, ყოფილმა თანაგუნდელებმა, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.

სიონის საკათედრო ტაძრიდან სამგლოვიარო პროცესიამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა, სადაც სიმბოლურად გია მაიასაშვილი რამდენიმე წუთით დაასვენეს, ამის შემდგომ კი პროცესია წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ (ხეთაგუროვის ქუჩაზე) გაემართა.

გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა. ის აშშ–იდან საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა