იორმუღანლოს სკოლის მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი არ დადასტურდა

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელს მოსწავლის ცემის ფაქტი არ დაუდასტურდა. სამერვეო საბჭოს წევრებმა თეა გურგენიძის მიმართ ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და პედაგოგი უდანაშაულოდ სცნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ისმიხან მამედოვმა განუცხადა, მე-4 კლასელი მოსწავლე და მისი მშობლები ცემის ფაქტს არ ადასტურებენ. მისივე თქმით, გადამოწმდა სკოლის შიდა კამერების ჩანაწერი, სადაც მასწავლებლის მხრიდან ბავშვისთვის ყურის აწევა და კალმის ხელში ჩარჭობა არ დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მანდატურის შეტყობინების საფუძველზე და ვიდეომასალის ნახვის შემდეგ, დისციპლინურმა საბჭომ ქართულის სექტორის მასწავლებელს მოსწავლის ცემაში დასდო ბრალი, რის გამოც თეა გურგენიძეს სკოლიდან გათავისუფლება ემუქრებოდა.

გურგენიძის შესაძლო გათავისუფლებას მოსწავლეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გუშინ მე-4 და მე-12 კლასის 21 მოსწავლე საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრო. სკოლის პედაგოგი აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ელოდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა