მიხეილ ჯანელიძე სარაევოს მერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სარაევოს მერს აბდულა სკაკას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და სარაევოს მერმა შეხვედრისას ისაუბრეს.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც კარგ საფუძველს იძლევა დედაქალაქების - თბილისისა და სარაევოს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სარაევოს მერს გააცნო თბილისის განვითარების ტენდენციები. ხაზი გაესვა ორ ქალაქს შორის არსებულ მსგავსებას, როგორც ლანდშაფტური, ასევე კონცეფციის თვალსაზრისით. თანამშრომლობის განვითარების კუთხით გამოიხატა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სფერო, ტურიზმი თუ ეკოლოგია და გამოცდილების გაზიარება. მიხეილ ჯანელიძემ სარაევოს მერი თბილისში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ სარაევოს მერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალაქის ისტორიული და ტურისტული ნაწილი დაათვალიერებინა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა