გია ხუხაშვილი - ახლა დაიწყება შეთქმულების თეორიები, ვნახავთ „ვიკილიქსს“, ვნახავთ ამსტერდამის CoffeeShop-იდან მიშა და მელია როგორ გამოდიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ

ჩვენი წინა პრეზიდენტი უკვე დაიქოქა - ახლა დაიწყება შეთქმულების თეორიები, ვნახავთ „ვიკილიქსს“, ვნახავთ ამსტერდამის CoffeeShop-იდან მიშა და მელია როგორ გამოდიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ვერ ჩამოყალიბდა ალტერნატიული პოლუსი და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა, ხოლო ხელისუფლება ამ ფონზე კვლავ უკონკურენტოა.

„ხელისუფლებას არ ჰყავს კონკურენტი, ვერ ჩამოყალიბდა ალტერნატიული პოლუსი და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა. ჩვენი წინა პრეზიდენტი უკვე დაიქოქა - ახლა დაიწყება შეთქმულების თეორიები, ვნახავთ „ვიკილიქსს“, ვნახავთ ალბათ ამსტერდამის CoffeeShop-იდან მიშა და მელია როგორ გამოდიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ისევ ბუაბუას ძახილით, სისხლიანი 9 წელის ძახილით გადაგორდება.

ასე ორ ხმაში თამაში, ორივეს თავის დივიდენდს მოუტანს. ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ დაპირისპირების ფონზე და იქნება ბედნიერი. ეს მოხდება, რადგან ალტერნატივის ფორმირება ვერ მოხდა, მესამე ცენტრი არ არსებობს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა