რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი - ბორჯომის საკრებულოს მოვუწოდებთ, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომიტეტი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა განცხადებით გამოვეხმაუროთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია მკაფიო საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, სპეციფიკა და ამოცანები, ეფექტურად უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა, უწყვეტად და მაღალი ხარისხით მიაწოდოს მუნიციპალური სერვისები მოსახლეობას, ყველას უნდა ესმოდეს რომ მას სჭირდება მხარდაჭერა და იმის გააზრება, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში არასათანადო ჩარევამ შეიძლება, ხელი შეუშალოს და დააზარალოს ზემოთ ხსენებული საჯარო ინტერესები. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში იყო არაერთი ასეთი მცდელობა, რამაც იქონია კიდეც გავლენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე.

სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს და დარღვეულია მათი შრომითი უფლება, რაც აისახება ქალაქ ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესებზე. ამიტომ, საჭიროა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამოძებნონ რესურსი ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად მოქმედებისათვის. ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში ბორჯომის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ჩანს მზადყოფნა კონსენსუსისთვის. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ვაცხადებთ, რომ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია თვითმმართველობაში, როგორც მმართველობის სისტემის ფუნქციონირებაში ინტერვენცია, ვიწრო პარტიული პოლიტიკის თავსმოხვევის და ხელისშემშლელი საქმიანობის წარმოების მიზნით და მოვუწოდებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს