თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო დაპირება იყო და მერია აქტიურად მუშაობს ღამის ეკონომიკის განვითარებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ, ეს არის ღამის ეკონომიკის განვითარება. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისში აუცილებლად უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებზე და გავაცოცხლოთ ისეთი უბნები, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა. ამ პროექტს უხელმძღვანელებს ყველასთვის კარგად ნაცნობი, ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. ის ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ერთად, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ და სერგი გვარჯალაძეს წარმატებები უსურვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს