ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღეს 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღეს 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე დაიკითხება. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა, დღეს, შესაძლოა, დაიკითხონ სხვა მოწმეებიც.

"დღევანდელი პროცესი განახლდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით. დღევანდელ პროცესზე დაიკითხება 51-ე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე. ბრალდების მხარე სავარაუდოდ სხვა მოწმეებსაც წარმოადგენს, თუმცა ვინ იქნებიან ეს მოწმეები, ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია. დაცვის მხარეს აღნიშნულ მოწმესთან ბევრი კითხვა გვექნება, ვინაიდან ის არის ბრალდების მხარის მოწმე. იგი ფაქტის მხილველი მოწმეა. თუ რა დაინახა შემთხვევის ადგილზე, ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვექნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა