საქართველოს ელჩი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა სერბეთის პატრიარქთან მის უწმინდესობა ირინეოსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს და ორი ქვეყნის საპატრიარქოების დიდ წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.

„სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა, ამ კონტექსტში სერბეთის პატრიარქმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის საპატრიარქო არ დაუშვებს არც ერთ ქმედებას, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ჩრდილი მიაყენოს სერბულ-ქართულ ურთიერთობებს.

ელჩსა და პატრიარქს შორის გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს და შემდგომი კონტაქტების განმტკიცების აუცილებლობას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს