ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვისთვის ბევრი სამუშაო ჩატარდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვის მხრივ ბევრი სამუშაო ჩატარდა, თუმცა, ამ წესმა მიღების შემდეგ ბევრი ცვლილება განიცადა. ამის შესახებ ნინო გვენეტაძემ სასტუმრო „მუზეუმში“ განაცხადა, სადაც ამ წუთებში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მრგვალ მაგიდას მართავს საკითხზე - საქმის განაწილების ახალი სისტემა სასამართლოში.

როგორც გვენეტაძემ სხდომაზე განაცხადა, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წარმოდგენილია სასამართლოში შესული საქმეთა ელექტრონულად განაწილება შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე.

„მე არ მაქვს იმის განცდა, რომ წესი იმდენად სრულყოფილია, რომ მას არ სჭირდება განვითარება. მას არ სჭირდება ისეთივე მიმართულება, რომელსაც თქვენ აკეთებთ და რომელზეც მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ შევძელით კანონით დადგენილ ვადებში აგვემოქმედებინა ეს წესი იმ წინდახედულობით, რომ ამ წესს ექნება გარკვეული ხარვეზები, იქნება პრობლემები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ამ წესზე ერთად ვიმუშავეთ და დავძლევთ ყველა გამოწვევას. ამიტომ იუსტიციის საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც სპეციალურად ამ პროგრამის ასამოქმედებლადაა ძირითადად შექმნილი, ასევე თვითონ დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის განხორციელება ამ წესზე, დაგვეხმარება, რომ ვიყოთ დროულები, ადეკვატურები და ეფექტურები. ხარვეზები განაწილების წესთან დაკავშირებით, რაც ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება, ვფიქრობ, მოკლე დროში იქნება დაძლეული. ასევე, ის პერმანენტული სამუშაო, რომელიც წესში შესატან ცვლილებებს, კონკრეტული სასამართლოების კონკრეტულ მოსამართლეთა მოსაზრებებს დაუკავშირდება, ასევე საჭიროებს განხილვას და ის განხილვის საგანი იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა