აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი - რუსეთისთვის ახალი სანქციები, შესაძლოა, ამ კვირაში დაწესდეს

რუსეთისთვის ახალი სანქციები, შესაძლოა, ამ კვირაში დაწესდეს, - CNS News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ რეი ქოუტსმა განაცხადა.

„სანქციები განიხილება და ხაზინის დეპარტამენტის მდივანმაც აღნიშნა, რომ ის ზოგიერთ მათგანს, ალბათ მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს“, - აღნიშნა ქოუტსმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე.

თავის მხრივ, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ შეზღუდვები, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღონ, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს სანქციებზე მუშაობას.

საუბარი ეხება აშშ-ს არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე საპასუხო ზომებს. შეგახსენებთ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის 13 მოქალაქესა და 3 იურიდიულ პირს წაუყენეს ბრალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა