ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველოს ტურისტული პოტენციალით საუდის არაბეთში დაინტერესდნენ

საუდის არაბეთის ტურისტული კომპანიები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი არაბ ტუროპერატორებს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენელმა ამირან ივანიძემ გააცნო.

ღონისძიებას საუდის არაბეთის 40 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. პრეზენტაციის შემდეგ, ქართველმა ტუროპერატორებმა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

”საქართველოს ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოს 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 165%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. საუდის არაბეთში შეხვედრები ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თანაორგანიზებით მოეწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა