ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა დღეს ცხინვალში, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადების ფარგლებში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის წინაშე მდგომი ამოცანების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სამხრეთ ოსეთი ძალიან აფასებს ჟენევის პროცესს, რომლის მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავება“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი არჩილ ტატუნაშვილის საკითხსაც შეეხო.

„ჩვენ საქმის კურსში ვართ იმ სერიოზულ ინციდენტზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მსვლელობაზე და სავარაუდოდ, ამას შედეგები მოჰყვება ჟენევის დისკუსიებზე, თუ ჩვენ მას არ გადავჭრით“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო