ნუკრი ქანთარია - ოპოზიცია მოგვიწოდებს ყველაფერი გავაკეთოთ, არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ „ყველაფერში“ 2008 წელი და მასზე საშინელი ფინალია

ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მოგვიწოდებს, ყველაფერი გააკეთეთო, არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ „ყველაფერში“ უკვე 2008 წელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გამოეხმაურა.

„ისტორიიდან ყველამ ვიცით, რომ ჭირისუფალის მიერ თავისი მიცვალებულის მოპარვის ფაქტიც არსებობს, მაგრამ ნამდვილად არ მსმენია პატარა ბავშვების გამოყვანა აქციაზე, რომ აძახებინონ, ცხედარი არ უნდა წაიღოს ჭირისუფალმაო. ამიტომ მე მინდა მივმართო დე ფაქტო ხელისუფლებას: თქვე კაი ხალხო, რატომ აყენებთ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში, რატომ უზიანებთ მეხსიერებას? ეს ახალგაზრდები გაიზრებიან, აუცილებლად ჩამოვლენ თბილისში და თბილისის გავლით ევროპაშიც წავლენ და იქნებ, ამაზე გვეფიქრა. ყველაფერი გასაგებია, ის პასუხისმგებლობაც, ის ტკივილიც, რომელიც ცხინვალში ოჯახებს აქვთ თავიანთი დაკარგული შვილების გამო, მაგრამ ნუ ჩავრევთ პატარა ბავშვებს ამ ვითარებაში.

და მეორე, როდესაც ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მოგვიწოდებს, ყველაფერი გააკეთეთო, მე გარკვევით მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ იმ „ყველაფერში“ უკვე 2008 წელია და 2008 წელზე უფრო მწვავე და საშინელი ფინალი. მე არ მინდა წამოვიდგინო რომ ის, რაც დღეს ხდება, არის შავი სცენარის პროლოგი, მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერზე წავალთ, მაშინ ფინალი ჩვენ ჯერ კარგად ვიცით. არ მინდა ეს სურაათი დავხატო: ნახევარი გაქცეული, ნახევარი დაღუპული და შულავერის მთავრობა მოლოდინში და ა.შ. ამიტომ კიდევ ერთელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ძალიან ემოციური მდგომაროების მიუხედავად, ამ დანაღმულ ველზე ძალიან აწონილ-დაწონილი ნაიჯები გადავდგათ“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

ქანთარიას გამოსვლას საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ნაციონალურ ერთობასა და ერთად დგომაზე უნდა ვსაუბრობდეთ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და რუსების დისკურსს იმეორებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო