ადა მარშანია - ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე ისრაელის მეთოდებით უნდა დაისაჯოს და უნდა დასრულდეს უსუსური განცხადებები: დავგმოთ, დავგმოთ, დავგმოთ

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ეს ისრაელის სახელმწიფოს მეთოდების მსგავსად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მან უნდა იცოდეს, რომ მისი დასჯა გარდაუვალი იქნება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მეთოდების მსგავსად. ეს არის კონკრეტული საქმე და კონკრეტული პოლიტიკა და არა ჩვენი უსასრულოდ უსუსური და უპასუხისმგებლო განცხადებები: - დავგმოთ, დავგმოთ, დავგმოთ, დავგმოთ... 25-წელია ვგმობთ იმას, რაც ოკუპურებულ ტერიტორიებზე ხდება! რეზოლუციის პროექტის ერთ გვერდზეა სამარცხვინო ჩამონათვალი, რა არ შეგვიძლია ჩვენ - რომ არ შეგვიძლია არაფერი, არაფერი, არაფერი, არაფერი ... როდემდე ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ასე?! ამ განცხადების დროს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვრძნობ. კარგად მესმის, რომ ჩვენ ჩასაფრებულად გვისმენს როგორც სოხუმი, ასევე ცხინვალი. ამიტომ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვებრძვით ოსებს და აფხაზებს - ჩვენ ვებრძვით დამნაშავეებს. ჩვენ ვებრძვით მკვლელებს, რომელთაც ეროვნება არა აქვთ“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

მარშანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა “საქართველოს პატრიოტების“ მოთხოვნა მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ.

“ჩვენ ეს ყველა ფორმით, ყველა დონეზე ჰაერივით გვჭირდება“, - აღნიშნა მარშანიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს