სერგი კაპანაძე უმრავლესობას - როცა არჩევნებს აგებთ, წაგება ღირსეულად მიიღეთ - იქ სადაც უმრავლესობა ოპოზიციურ ძალებს აქვს, ამას უნდა შეეგუოთ

როცა არჩევნებს აგებთ, წაგება ღირსეულად მიიღეთ - იქ სადაც უმრავლესობა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს აქვს, ამას უნდა შეეგუოთ, - აღნიშნული განცხადებით პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა.

კაპანაძის შეფასებით, ბორჯომის საკრებულოში დარწყებული პროცესები გამოწვეულია იმით, რომ მმართველ გუნდს ბორჯომში ადგილობრივ არჩევნების წაგებასთან შეგუება არ სურს.

“გვესმის ლამაზი სიტყები დეცენტრალიზაციაზე, ტარდება კონფერენციები, ამ დროს საბაზისო პრინციპების გაგების პრობლემა გაქვთ, როცა საქმე ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. გემახსოვრებათ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გიგი უგულავას უთხრა: - სუბორდინაცია დაიცავიო. გგონიათ, რომ სუბორდინაციის დაცვა არის საჭირო და ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის საბაზისო ტესტი არის ის, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ემორჩილებოდეს მხოლოდ ხალხის ნებას“, - მიმართა უმრავლესობას სერგი კაპანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს