პროექტის - „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და სატყეო სექტორში დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ასევე, არალეგალური ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოფხვრის პრაქტიკისა და სოციალური ჭრების სისტემის უფრო მდგრადი და მოქნილი სისტემით ჩანაცვლების საჭიროება განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ალვარო ორტეგა, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან