არჩილ თალაკვაძე - მინდა, ჩემი შვილები ქალაქის ქუჩებში ქართულ წარწერებს კითხულობდნენ და ამერიკელ და ევროპელ მეგობრებსაც სიამაყით აჩვენებდნენ ქართულ ანბანს

მინდა, ჩემი შვილები ქალაქის ქუჩებში პირველ რიგში ქართულ წარწერებს კითხულობდნენ და ამერიკელ და ევროპელ მეგობრებსაც სიამაყით აჩვენებდნენ ქართულ ანბანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც თბილისში გაკეთებულ წარწერებში ქართული დამწერლობის სავალდებულო გამოყენების პრინციპს ეხება, „დროული და სამართლიანია“.

„ჩვენ მზად ვართ, ეს წინადადადება სათანადოდ დავამუშავოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში. ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს და უპირველესად, გარე აბრებზე ქართული წარწერები უნდა იყოს განთავსებული. ქართული მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის ერთ-ერთი და უძველესია. მეც, როგორც პარლამენტის წევრს, ამ ქვეყნის მოქალაქეს, მინდა ჩემი შვილები პირველ რიგში ქართულ წარწერებს კითხულობდნენ ქალაქის ქუჩებში და ამერიკელ და ევროპელ მეგობრებსაც სიამაყით აჩვენებდნენ ქართულ ანბანს და ტექსტებს. თითოეული სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ იმიტომ ჩამოდის, რომ საქართველოში ის ხედავს უძველეს, ღრმა და თვითმყოფად ცივილიზაციას და განუმეორებელ ამბავს და ამ ამბის გადმოსაცემად ქართული დამწერლობა საუკეთესოა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა