ვაჰან მარტიროსიანი - რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს ზემო ლარსზე გვირაბის მშენებლობა დაიწყება

რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიმდინარე წელს ზემო ლარსზე გვირაბის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა განუცხადა.

მისი თქმით, გვირაბის დაპროექტების ეტაპი დასასრულს უახლოვდება და არსებობს შეთანხმება საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზებისა და გზის გაფართოების შესახებ.

„რა თქმა უნდა, გვირაბის მშენებლობა ასე მალე ვერ დასრულდება, ამისთვის დროა საჭირო, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამუშაოების დანარჩენი ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა მარტიროსიანმა.

„რადიო თავისუფლების“ სომხეთის ბიუროს ინფორმაციით, სატრანსპორტო სფეროსთან დაკავშირებული საკითხები სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროსაც განიხილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების დროს ზემო ლარსზე საუბარი არ ყოფილა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სატრანსპორტო სფერო ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს