ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ყველა მოწმე კატეგორიულად ცვლის ჩვენებას უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით

იშვიათად მინახავს საქმე, სადაც აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლოში კატეგორიულად ცვლის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის, რადგან ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ მოწმეებმა დაადასტურეს, მთლიანად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების ჩვენებებს. დღევანდელ პროცესზე დაპირისპირებაში მონაწილე ერთი მოწმე (პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილი) დაიკითხა, ერთის დაკითხვის დასრულება კი ვერ მოესწრო.

"დღევანდელ სხდომაზე დავკითხეთ ორი პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. მათ მოახსენეს სასამართლოს თუ რატომ დაიწყო კონფლიქტი ბიჭებს შორის, რამ გამოიწვია და როგორ დასრულდა. მათი ჩვენებები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის, რადგან ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ მოწმეებმა დაადასტურეს, მთლიანად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების ჩვენებებს. მე იშვიათად მინახავს სისხლის სამართლის საქმეში მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. იშვიათად მინახავს საქმე, სადაც აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლოში კატეგორიულად ცვლის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით.

რომელი ჩვენება არის ბრალდებულის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ, ეს არის შეფასების საგანი. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ ვინაიდან მოწმეები ხშირ შემთხვევაში გამოგონილ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს და გამოძიებას, რაც უფრო მეტ ასეთ მოწმე წარმოადგენს დაცვის მხარე, მით უფრო მეტ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება ბრალდების მხარე",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, არსებობს განცდა, რომ კონრეტული პირები მოწმეებს აზეპირებინებენ ჩვენებებს.

"სიმართლე არის ძალიან ძლიერი და როგორც არ უნდა დააზეპირებინონ მოწმეებს კონკრეტული ჩვენება, ჯვარედინი დაკითხვისას ისინი აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვლენ ერთმანეთთან",- აღნიშნა კაკაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა