ალეკო ელისაშვილი - თუ დავინახავ კანდიდატს, რომელიც შეძლებს არა ნაცრის ქექვას, არამედ სერიოზულ ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნებში, აუცილებლად დავუჭერ მხარს

მე პირადად, მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში - ჩემი კანდიდატურით თუ სხვას დავუჭერ მხარს, ეს არის შემდგომ მოვლენებზე დამოკიდებული, - ამის შესახებ თბილისის მერობისყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ძალიან გულმოდგინედ ვაკვირდები ვინ იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატები. თუ დავინახავ ადამიანს, რომელიც შეძლებს გამარჯვებას და სერიოზულ ბრძოლას, არა ნაცრის ქექვას, არამედ სერიოზულ ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნებში, აუცილებლად დავუჭერ მხარს. მე მისდამი რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, ღიად დავუჭერ მხარს, ამის არ მომერიდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე დროს, ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „არ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს“. „რა მნიშვნელობა აქვს, ქალს წარადგენენ კანდიდატად თუ სამ ქალს - ქართული დემოკრატიისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ წააგოს. ეს მათაც უნდა ესმოდეთ, რომ არ შეიძლება ყოველ ჯერზე ყველა იგებდეს და არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ყოველ ჯერზე სიამოვნებით უყურებდეს როგორ ყმად აქცია და საკუთარ ყანად აქცია ეს ქვეყანა. ასე არ შეიძლება, რომ ვინმე ასე მოაჯდეს ქვეყანას თავზე - არც ივანიშვილი, არც ელისაშვილი და არც ემა“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა