პეტრ პაველი - С-400 შეუთავსებელია ნატო-ს ინტეგრირებულ სისტემასთან

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი პეტრ პაველი თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ების შეძენის ფაქტს გამოეხმაურა.

„კვლავ იგივე სამხედრო შეფასებაზე ვრჩებით, რომ С-400 შეუთავსებელია ნატო-ს ინტეგრირებულ სისტემასთან. ამიტომაც, თუ მას მაინც შეიძენენ, ანკარამ ის ისე უნდა მოიხმაროს, როგორც ცალკეული ერთეული. ასეც რომ მოხდეს, ეს დიდი გამოწვევა იქნება ნატო-ს სისტემებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, თურქეთი თავისუფალია შეიარაღების შერჩევაში, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, პირადს ან სახელმწიფოებრივს, აქვს შედეგები“, - განაცხადა პაველმა.

მისი თქმით, С-400 მაღალტექნოლოგიური სისტემაა არა მხოლოდ სარაკეტო, არამედ სამიზნის ამოღებისა და მისკენ რაკეტის მიმართვის რადიოლოკაციური სადგურის მნიშვნელობით. ამ სისტემების ღირებულებას მათი მონაცემთა ბაზა წარმოადგენს.

„ისეთი სისტემის შემთხვევაში, როგორიც არის С-400, რუსი ექსპერტების ჯგუფი უნდა ჩავიდეს თურქეთში, რათა მის ექსპლუატაციაში შესვლასა და დაყენებაში მიიღოს მონაწილეობა, მონაცემთა ბაზა შეავსონ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ნატო-ს ექსპერტები რუსეთში რამდენიმე თვეს გაატარებენ და მონაცემთა ბაზებს შეავსებენ. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსი ექსპერტები იქნებიან თურქეთში და რუსულ სისტემებს ნატო-ს მონაცემებით შეავსებენ“, - აღნიშნა პაველმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ კონტრაქტი გაფორმებულია, პირველი ორი სისტემის მიწოდების გრაფიკი შემუშავებულია, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ორ კომპლექსს თურქეთში დაამზადებენ.

2016 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების შესახებ С-400-ების შეძენასთან დაკავშირებით. რუსეთმა კონტრაქტის გაფორმება 2017 წლის 12 სექტემბერს დაადასტურა. ამავე დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ავანსი უკვე შეტანილი იყო. თურქეთი ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან С-400-ებს შეიძენს, თუმცა რაოდენობა არ სახელდება.

რუსეთი და თურქეთი გეგმავენ 2020 წელს ხელი მოაწერონ С-400-ების მეორე კომპლექტის გადაცემის კონტრაქტს. წყაროს თქმით, ასევე დაგეგმილია, რომ ახალი დოკუმენტის თანახმად, თურქეთს С-400-ების ცალკეული ნაწილების ადგილზე წარმოების უფლება მიეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა