"ბიბლუსის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისსა და ზუგდიდში ლიტერატურული საღამოები გაიმართება

"ლიტერატურული ტურნე" გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ბიბლუსიდან” აცნობეს, ამჯერად დიდი ლიტერატურული საღამოები ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სახალხო ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად ქუთაისსა და ზუგდიდს ეწვევიან და ლიტერატურულ საღამოებს გამართავენ.

თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი მკითხველებს შეხვდებიან, თავიანთ წიგნებზე და იმ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ რომანებშია მიმოხილული.

შეხვედრები გაიმართება: 9 მარტი 14:00 საათი - ქუთაისი, შეხვედრა სტუდენტებთან, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (თამარ მეფის ქ. #59)

9 მარტი, 19:00 საათი - ქუთაისი, სასტუმრო Best Western - საკონფერენციო დარბაზი (გრიშაშვილის ქ. #11)

10 მარტი 17:00 საათი - ზუგდიდი, კაფე ”არტ ჰაუსი” (რუსთაველის ქ. #87ა)

ღონისძიებებზე წიგნები „აღიარება ხელისგულზე“, „შემოვალ ეტლით“, „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ და „რაფლეზია“ -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ლიტერატურული ტურნე "ბიბლუსის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა. მის ფარგლებში მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ ცნობილ ქართველ მწერლებს, გაესაუბრონ მათ შემოქმედებასა და სხვა საინტერესო თემებზე.

ღონისძიების ბმულები: ქუთაისი: https://www.facebook.com/events/1604818972936265/; ზუგდიდი: https://www.facebook.com/events/618180341877389/

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა