თამარ ჩუგოშვილი - სავალდებულო კვოტირების თაობაზე კანონპროექტმა პირველი მოსმენით კომიტეტების მხარდაჭერა მიიღო და უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა კანონპროექტი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული ბალანსის სავალდებულოდ დაცვას ითვალისწინებს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის წამახალისებელი ნორმები, რომელიც სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლების შეყვანას გულისხმობს, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას ვერ უზრუნველყოფს.

„სავალდებულო კვოტირების თაობაზე მომზადებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენით კომიტეტების მხარდაჭერა მიიღო და უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა, პროექტის მიღებას საკმაოდ მაღალი კვორუმი სჭირდება. მას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მათ შორის არიან აქტიური მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ამიტომ წინასწარ თქმა იმისა, გავა თუ არა პროექტი, ძალიან ძნელია. პირადად მე საკანონმდებლო ინიციატივას მხარს ვუჭერ და მაქვს დიდი იმედი, რომ გამოჩნდება სხვა 75 კოლეგა, რომელიც პროექტს მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა