იუსტიციის სახლთან მიმდინარე ორივე აქცია დასრულებულია

იუსტიციის სახლთან მიმდინარე ორივე აქცია დასრულებულია. ერთი აქცია ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი - „მე ვარ ქალი - აღიარე !" ქალთა მოძრაობამ გამართა. როგორც ქალთა მოძრაობაში აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა. ისინი მოითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

აღნიშნული აქციის კონტრაქცია ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენლებმა გამართეს. ამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრანსგენდერი ქალები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, კვერცხი ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოყვა და გურამ ფალავანდიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა