გიორგი აბაშიშვილი - საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა

საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშაშვილმა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

აბაშიშვილის თქმით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაციის საკითხები და ასოცირების შეთანხმება. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო პატიმრობის საკითხს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იუნკერი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადავა. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმირებას, რომელზე მუშაობაც დაიწყება. პრეზიდენტებმა განიხილეს ის აქტუალური საკითხები, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამავდროულად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, პრეზიდენტ იუნკერს გააცნო ის აქტივობები, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა უვიზო მომოსვლის საკითხში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ცხადია საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ სამხედროს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პრაქტიკულად იმყოფებიან საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.

პრეზიდენტი იუნკერი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევასა და ქმედებებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ნაწილში და სწორედ ამ მხარდჭერის გამოხატულება იყო პრეზიდენტ იუნკერის თანხმობა ორმხრივ, ახალი თანამშროლობის ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა