მიხეილ გიორგაძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ვუთხრათ ევროპელებს, რომ ჩვენ მივისწრაფვით უკან ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახში

ჩვენი მთავარი მიზანია, ვუთხრათ ევროპელებს, რომ ჩვენ მივისწრაფვით უკან ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მან 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსთან დაკავშირებით ისაუბრა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, არა მხოლოდ კულტურულ ცხოვრებაში, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის პოლიტიკურ კონტექსტში, წელს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა.

„ეს არის აბსოლუტურად უნიკალური კულტურული, ლიტერატურული პლატფორმა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყანას შეუძლია საკუთარი თავი, თავისი ლიტერატურა, კულტურა წარადგინოს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და დასძინა, რომ ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე საშუალება საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყანამ ევროპელებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს უამბოს, თუ ვინ არის, რით ცხოვრობს, რა მისწრაფებები აქვს მომავალში.

კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, ეს არის საშუალება, რომ საქართველომ უთხრას ევროპას, მთელ მსოფლიოს, რომ „ჩვენ ვართ თანამედროვე, ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს“.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ვუთხრათ ევროპელებს, რომ ჩვენ მივისწრაფვით უკან ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახში და ის, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვიყავით ყოველთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მისივე თქმით, პროგრამა არის ძალიან ინტენსიური და მრავალფეროვანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს