დიდი ბრიტანეთის დეპუტატები მოითხოვენ, 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე გამოძიება ჩატარდეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრ ამბერ რადისგან მოითხოვენ, უკანასკნელ წლებში ბრიტანეთში 14 ადამიანის მოულოდნელი ან საეჭვო გარდაცვალებების საქმეზე გამოძიება ჩატარდეს. ამის შესახებ BBC წერს. აღნიშნულ 14 პირს შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამოძიებაზეც არის საუბარი.

მიმართვაში პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის უფროსი ივეტ კუპერი შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, დაავალოს ბრიტანეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს გამოიძიონ გარდაცვალების 14 შემთხვევა, რომლებიც ბრიტანეთის პოლიციამ საეჭვოდ არ ჩათვალა, მაგრამ რომელთაც აშშ-ს სპეცსამსახურები რუსეთის სახელმწიფოს უკავშირებენ.

გარდაცვლილთა უმეტესობა სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ან ФСБ-ს ყოფილ აგენტთან ალექსანდრე ლიტვინენკოსთან, რომელიც 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების ავტორების დასკვნით, ამ შემთხვევების უკან შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები ან მაფიოზური დაჯგუფებები იყვნენ, ბრიტანეთის პოლიციამ კი ისინი ან უბედურ შემთხვევად, ან თვითმკვლელობად აღიარა, რათა რუსეთთან ურთიერთობები არ გაემწვავებინა.

2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო