კახა კალაძე - ცხოველების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი - უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ

ჩვენ, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ ცხოველების უფლებების დასაცავად, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ძაღლის დაჭრის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც გამოძიება უკვე დაიწყო.

„გარდა კანონისა, ჩვენ, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ, რადგან ცხოველების და მათი უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ. მერიის მხრივ რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, საკმაოდ აქტიურები არიან, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა. ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემას, რომელიც არსებობს ცხოველების მოპყრობის თვალსაზრისით, აუცილებლად მოვაგვარებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მეტისი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი და ოპერაცია ჩაუტარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო