კახა კალაძე ღამის ეკონომიკაზე - გაუგებარი პოლიტიკოსებისგან იყო ინტერპრეტეცია - რა კონცეფცია უნდა დაენახათ, როცა პროექტის ხელმძღვანელად ადამიანი გუშინ დავნიშნეთ?!

რა კონცეფცია უნდა დაენახათ, როცა პროექტის ხელმძღვანელად ადამიანი გუშინ დავნიშნეთ?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების დასმულ კითხვას ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღამის ეკონომიკის განვითარება არის კონკრეტული პროექტი და არანაირი საქალაქო სამსახური თბილისის მერიაში არ იქმნება.

„რა კონცეფცია უნდა დაენახათ, როცა პროექტის ხელმძღვანელად ადამიანი გუშინ დავნიშნეთ?! ჯერ იყო, ინტერპრეტეცია გაუგებარი პოლიტიკოსებისგან, რომ თითქოს ვაპირებთ ახალი სამსახურის შექმნას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. რაც არ უნდა მოიტყუონ, რაც არ უნდა იცრუონ, რაც არ უნდა გამოიყენონ საკუთარი ტელევიზიები, არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამის უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თუნდაც სოციალური ქსელი და მე საკმაოდ აქტიური ვარ, ხშირად მაქვს კომუნიკაცია ადამიანებთან. გარდა ამისა, ყოველდღიური შეხვედრებიც მაქვს. მოტყუების შესაძლებლობას არავის მივცემთ. არანაირი საქალაქო სამსახურის შექმნაზე არ არის საუბარი, ეს არის კონკრეტული პროექტი, ერთი რიგითი პროექტი, რომელსაც სჭირდება ხელმძღვანელი, როგორც ყველა პროექტს. შესაბამისად, სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს ამ პროექტს და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, რაც მერიამ უნდა გააკეთოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო