უცხოური ფილმების ქართული სუბტიტრების გარეშე გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაწესდეს

უცხოური ფილმების ქართული სუბტიტრების გარეშე გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული საჯარიმო სანქციები დაწესდეს, – ამის შესახებ სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა კინოთეატრებში უცხოური ფილმების ქართული გახმოვანების გარეშე ჩვენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები უცხოური ფილმების ქართული გახმოვანების გარეშე ჩვენების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

მინისტრის თქმით, ამ საკითხით ენის სახელმწიფო დეპარტამენტი ინტერესდება და საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება.

„იცით, რომ შეიქმნა ქართული ენის პალატა. ჩვენ ამისთვის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები შეგვაქვს კანონმდებლობაში, რომ ენის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდეს საშუალება გააკონტროლოს ნებისმიერი უცხო ენაზე შემოსული ფილმი. კერძოდ, ნებისმიერ უცხო ენაზე შემოსულ ფილმს ქონდეს ქართული სუბტიტრები და გარკვეული საჯარიმო სანქციები იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რა სახის ჯარიმები იქნება, მინისტრმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პარლამენტში შევა და გაირკვევა კონკრეტულად რა სახის სანქციები იქნება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა