ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იაპონური კრაზანას შემოყვანის საკითხი განხილვის საგანია და ამას სჭირდება ღრმა შესწავლა

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იაპონური კრაზანას შემოყვანის საკითხი განხილვის საგანია და ამას სჭირდება ღრმა შესწავლა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების 2018 წლის პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, იაპონური კრაზანა არის ერთ–ერთი მავნებელი და ასევე განიხილება სხვა მავნებლები და პარაზიტები, თუმცა ეს არის ერთ–ერთი, სხვა ბევრი საშუალებებიდან, ფაროსანასთან საბრძოლველად.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მედიაში გავრცელდა იაპონურ კრაზანასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ფოტოები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იაპონური კრაზანას შემოყვანის საკითხი არის განხილვის საგანი და ამას სჭირდება ღრმა შესწავლა. ყველა ქვეყანაში ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის კვალიფიციური სამუშაოები. ჩვენი სტრატეგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩატარება, თუმცა საქართველოს ამ კუთხით პოტენციალი შესაქმნელი აქვს. ამ კუთხით განსავითარებელი გვაქვს იგივე ლაბორატორიული შესაძლებლობები. ამაზე სახელმწიფო ფულს ხარჯავს და ჩვენი მეცნიერები ინტენსიურად არიან ჩართული. მათ ჰქონდათ წინა კვირას კონფერენცია და შეაჯამეს შვეიცარიაში ვიზიტი, სადაც ხდება აზიური ფაროსანას და სხვა მწერების ბუნებრივი კონტროლის საშუალებები. 2018 წლის განმავლობაში ამ საკითხს შევისწავლით, მაგრამ ეს არ არის მყისიერი პასუხი გამოწვევაზე, ეს არის მოკლევადიანი გადაწყვეტა პრობლემის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთ–ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი.

იაპონურმა კრაზანამ მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში. მედიაში გავრცელდა შემაშფოთებელი ფოტოები, რომ თურმე ადამიანებს, ან სასარგებლო მწერებს შეიძლება ერჩოდეს ეს კრაზანა. დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ ის არის მხოლოდ ერთ მილიმეტრიანი პარაზიტი, თვალით ის რთულად დასანახია და სხვა სასარგებლო მწერების მიმართ არ იჩენს დიდ მავნებლობას, თუმცა ეს მარტივი არ არის და ერთი ხელის მოსმით ვერ შემოიყვან. მას უნდა შეექმნას გამრავლებისთვის სასარგებლო პირობები და ის იმდენად უნდა გამრავლდეს, რომ მოერიოს პოპულაციას. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მაინც არ იქნება ერთადერთი მეთოდი პარაზიტთან საბრძოლველად“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო