მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირ-საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს

ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შესაბამის შეთანხმებაზე.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ, პრემიერ–მინისტრმა, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების საბჭოს ფარგლებში 5 თებერვალს დააყენა ეს ინიციატივა. ჯანელიძის თქმით, მათ ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ და შემდგომ მუშაობა ევროკომისიასთან წარმართეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან დადასტურდა მზაობა ამ ფორმატის ჩამოყალიბების კუთხით. ეს ფორმატი გულისხმობს ჩვენი მიზნების მიღწევას, რაც უკავშირდება ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ ინეგრაციას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის შესაძლებელი ანუ მეტ სექტორალურ ინტეგრაციას, რომელიც უზრუნველყოფს სექტორალურ ინტეგრაციას. სწორედ ეს ფორმატი მოგვცემს საშუალებას, რომ გადავდგათ კიდევ უფრო ეფექტური და ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირთან დაახლოების გზაზე,“ - განაცხადა ჯანელიძემ.

ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან. შესაბამისი შეთანხმების შესახებ გუშინ გაცხადდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს