დავით ზალკალიანი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან ქრისტიან ბასონთან (რეზიდენციით ქ. კიევში) შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ აფრიკის ელჩს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო