საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტი თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ბოტანიკური ბაღის პროექტი ტურისტული და რეკრეაციული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე გამოეხმაურა ბოტანიკური ბაღის ახალ პროექტს თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი გაზრდის ტურისტების რაოდენობას და გამოაცოცხლებს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას.

“ბოტანიკური ბაღის და წავკისის წყლის სანაპიროზე მოეწყობა ახალი სათავგადასავლო მარშრუტები, ბაღის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა ველობილიკები, საფეხმავლო ბილიკები, პარკინგი, რომელიც გააადვილებს მოქალაქეების ადგილზე გადაადგილებას“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ახალ პროექტს აფინანსებს და თბილისს საჩუქრად გადასცემს ფონდი „ქართუ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს