ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამღებროს ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.