თელავის მუზეუმის დირექტორი განმარტავს, რომ ერეკლე მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟები გამოუსადეგარია და ისტორიული დატვირთვა არ აქვს

თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი განმარტავს, რომ ერეკლე მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟები გამოუსადეგარია და რაიმე ისტორიულ დატვირთვას არ წარმოადგენს.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში ფოტომასალა გავრცელდა, რომელზეც გამოსახულია, რომ თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟების ნაწილი ღია ცისქვეშ აწყვია.

მუზეუმის დირექტორი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ბატონის ციხის მიმდებარედ, ძველი ხე-მასალაა განთავსებული.

"რეაბილიტაციის დროს მოიხსნა და სრულიად ახლით შეიცვალა ძველი ვიტრაჟები, რაც ვარგისიანად ჩავთვალეთ, ყველა ნივთი დავასაწყობეთ და დაცულ ადგილზეა შენახული. რაც შეეხება რამდენიმე ვიტრაჟს, რომელიც გარეთ ეზოშია განთავსებული, ის ფაქტობრივად გამოუსადეგარია და რაიმე ისტორიული დატვირთვა არ აქვს", - აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა.

ბატონის ციხის რეაბილიტაციისთვის საერთო ჯამში 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მთლიანად ძველი ახლით შეიცვალა ერეკლე მეფის სასახლის ვიტრაჟები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა