დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო

დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიტიკურ ტაიმაუტი აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

“ვფიქრობ, ამ ეტაპზე პოლიტიკაში ტაიმაუტის აღება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება ჩემი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით მივიღე. საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ. ჩემი აზრით, იქ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი მუშაობა. პოლიტიკიდან შორს ყოფნას დიდხანს არ ვაპირებ, თუმცა, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე “დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანამდე მან პოლიტიკური კარიერა 2008 წლის პარლამენტში დაიწყო, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის სიით შევიდა. ის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ორჯერ ჰქონდა მცდელობა ყოფილიყო სახალხო დამცველი.

“მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა, მისდამი მაღალი ნდობის ფაქტორი არსებობდა, სახელისუფლო კანდიდატი არ ყოფილა და საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენად არ აირჩია. მიუხედავად ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძე ცნობილია, როგორც უფლებადამცველი, განსაკუთრებით პოლიტ-პატიმრების უფლებებს იცავდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატი “დემოკრატიული მოძრაობიდან" იყო და 12,8% აიღო. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახლდათ. რა პოზიციებისთვის იბრძოლებს, მომავალში დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯერჯერობით გაურკვეველია“, - ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა