გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ

გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე მათგანს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, ოთხი პაციენტიდან ერთი, რომელსაც ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, ერთი მათგანი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს, დანარჩენები კი, უახლოეს დღეებში გაეწერებიან.

რაც შეეხება კლინიკა „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ მოთავსებულ ფეხმძიმე ქალს, როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის გაწერის საკითხი მასთან თანხმდება.

გიორგი გოცაძის განმარტებით, მას ტრანსპორტირება სჭირდება, რაც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც ნაყოფს. თუმცა, მან მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გააგრძელოს. რაც შეეხება ტრანსპორტირების საკითხს, მასთან თანხმდება, ჯერჯერობით გაწერა გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა გოცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, 16 მარტს სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 8 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს