ქუთაისში დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი გაიხსნა.
3-მეტრიანი ქანდაკება ქვაშია გამოკვეთილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ჭავჭავაძის გამზირზე დაიდგა.
ძეგლის გახსნა “ილიაობის” სახალხო დღესასწაულს დაემთავხა. დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 171 წელი შესრულდა.
სკვერი, სადაც ძეგლი დგას, ქუთაისის მერიის დახმარებით განახლდა.