ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი - ჩვენ საპროცესო გარიგების მოთხოვნის შუამდგომლობით არ მიგვიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. რვა ბრალდებული პირიდან, ორის - ბადურ ჩოფანაშვილის და ზურა გორნაკაშვილის საქმე ცალკე გამოიყო და პროცესი ცალკე დარბაზში გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს ჩოფანაშვილის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ განუცხადა, დაცვის მხარეს საპროცესო გარიგების შეთანხმების მოთხოვნით არ მიუმართავს.

მისივე განმარტებით, ბრალდებული ჩოფანაშვილი თავს დამნავედ არ ცნობს.

"ჩვენ არ მიგვიმართავს საპროცესო გარიგების მოთხოვნის შუამდგომლობით. რაც შეეხება გამოძიებას, მე ყველა იმ მტკიცებულებაზე ვერ ვისაუბრებ რა მტკიცებულებებიცაა წარმოდგენილი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ბაადურ ჩოფანაშვილი თავს არ ცნობს დამნაშავედ და დაცვის მხარე ყველა წარმოდგენილ მტკიცებულებას სადაოდ ვხვდით", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, ზურაბ იდოიძეს, ბადურ ჩოფანაშვილს, ანატოლი ბერძენიშვილს, რამაზ მარგოშვილს და საედ დუდაევს ახმედ ჩატაევთან კავშირი ედებათ ბრალად.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს