ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაცია და მწვანე აქცია მოეწყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციასა და მწვანე აქციას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლაგვილავამ ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა და ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად მიიღო.

მაია ლაგვილავამ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაც დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ პაციენტები პირადად მოინახულა და სპეციალური საჩუქრები გადასცა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან 24 მარტს აღინიშნება და მიზნად ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის