პრეზიდენტი - საშიში ტენდენცია, რომელიც არამარტო საქართველოში დომინირებს, ეს არის მცდელობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესიდან ახალგაზრდობის გამოთიშვა მოხდეს

ერთ-ერთი საშიში ტენდენცია, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში დომინირებს, ეს არის მცდელობა მოხდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესიდან ახალგაზრდობის გამოთიშვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფაბრიკაში”განაცხადა, სადაც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ინიციატივით, პლატფორმის “დიალოგი მომავალ თაობასთან” ფარგლებში, პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

მან ახალგაზრდებისთვის განათლების მნიშვნელობაზე და განათლების სისტემის გაძლიერებაზე ისაუბრა.

"ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტანდარტები საუკეთესო იყოს იმიტომ, რომ რესურსი და გარკვეული ემოციური ჩართულობაც განათლების სისტემის კონტექსტში არ არის იმ დონის, რაც რეალურ გარღვევას უზრუნველყოფდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საშიში ტენდენცია, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში დომინირებს, ეს არის მცდელობა მოხდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესიდან ახალგაზრდობის გამოთიშვა.

"ძალიან საშიში ტენდენციაა. ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს ეს ნებისმიერ საზოგადოებას, რომელიც გამორთავს თავის ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესიდან და სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკა, შეხედულებები, რომელიც საშიში და მავნე ტენდენციების სახით მოდის პოლიტიკური ელიტებიდან. არაერთ ქვეყანაში ის პოლიტიკოსები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს არაფრის კეთებით და მარტო ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით, არაერთ ქვეყანაში ის საზოგადობრივი აზრის შემქმნელები, რომლებიც ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც მათ ჭკუას ეკითხებიან და ისინი უჭკუოდ პასუხობენ და ამავე დროს, ავტორიტეტული აზრის წარმომქმნელებს ეძახიან თავიანთ თავს, ან საზოგადოება მათ ასე არქმევს - მათ ეშინიათ ახალგაზრდობის პოლიტიკურ პროცესში ჩართვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეს ელიტები თავს კომფორტულად გრძნობენ, რომ ახალგაზრდებს და დანარჩენ საზოგადოებად უქადაგონ და "ხშირად ძალიან ბინძური გარიგებების მეშვეობით იყვნენ გამხმოვანებლები ამა თუ იმ იდეის".

"ძალიან ბევრ ასეთ სახეს ვხედავ ნებისმიერ ეკრანზე, როდესაც საქართველოში ვრთავ ტელევიზორს და ქვემოთ აწერია - ექსპერტი და ასევე როდესაც სხვა ქვეყანაში ვრთავ ტელევიზორს და ქვევით იგივე - ექსპერტი აწერია და ამ დროს ვხედავ, რომ ეს არის ელემენტარულად რომელიღაცა პოლიტიკური, ან ინტერესჯგუფის ნაყიდი მოლაპარაკე თავი. მათ ეშინიათ თქვენი, მათ უნდათ, რომ თქვენ არ იყოთ ჩართულები პოლიტიკაში იმიტომ, რომ ის კითხვები, რომლებსაც თქვენ დაუსვამთ და არა შეკვეთილი კითხვის მიმცემები, მათთვის საშიშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა და ამ პერსონაჟებისთვის პირდაპირი კითხვების დასმა იმ ტოტალურ აბსურდზე, რომელსაც ეს მოლაპარაკე თავები წარმოქმნიან ტელევიზიებსა და გაზეთებში - პროპაგანდის უაზრო ნიაღვარი. მარტივად დასმული კითხვები მათთვის არის ისეთივე საშიში, როგორც ვამპირებისთვის მზის შუქი. ამიტომ, ისინი შეეცდებიან თქვენს გამოთიშვას", - მიმართა მარგველაშვილმა ახალგაზრდებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება