თემურ ყვითელაშვილი დღეს ახალი ალბომის პრეზენტაციას გამართავს

ვირტუოზი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი დღეს, ახალი, მე-9 ალბომის LIVE “55” (CD - DVD) პრეზენტაციას გამართავს. ალბომის პრეზენტაცია სასტუმრო “ამბასადორში” 19:30 საათზე დაიწყება.

თემურ ყვითელაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია. მისი რეპერტუარი გამოირჩევა საკუთარი კომპოზიციების ორიგინალურობით, აგრეთვე ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით და შესრულების ვირტუოზული, იმპროვიზაციული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დაკვრის მანერით.

მას სოლო კონცერტები გამართული აქვს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: “Carnegie Hall “, “Birdland “, “Iridium “(ნიუ-იორკი,აშშ), “La Ve Lee”, “The Baked Potato “(ლოს ანჯელესი,აშშ), “Дом Музыки “(მოსკოვი, რუსეთი) და სხვ. თემურ ყვითელაშვილი სხვადასხვა დროს იყო და არის მსოფლიო წამყვანი ბრენდების სახე, სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ლეგენდარულ გიტარისტებთან და მუსიკოსებთან ერთად. ის მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ გამოფენაში, ატარებს მასტერკლასებს, კითხულობს ლექციებს. ხშირად ატარებს კონცერტებს ფილარმონიისა და კონსერვატორიის დიდ დარბაზებში, ივენთ ჰოლში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თანამშრომლობს ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან და შემსრულებლებთან. თემურ ყვითელაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არის თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე.

პრეზენტაციას თავად თემურ ყვითელაშვილი წარუძღვება და შეასრულებს რამდენიმე ნაწარმოებს ახალი ალბომიდან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს