პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა „გალფთან“ ერთად, პროექტ „წიგნიერს“ იწყებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კომპანია „გალფთან“ ერთად, ხვალიდან ერთობლივ პროექტ „წიგნიერს“ იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში რეგიონების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის წიგნები შეგროვდება. „გალფი“ ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მასშტაბური იქნება და მასში ჩართვა (წიგნების ბენზინგასამართ სადგურებში მიტანა) შეეძლება ყველა მსურველს.

„პროექტის მიზანია რეგიონებში წიგნიერების ამაღლება, რისთვისაც აუცილებელია ბიბლიოთეკების განვითარება, მათი წიგნადი ფონდების განახლება და სკოლების უახლესი ლიტერატურით მომარაგებ’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხვალვე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „წიგნიერის“ პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეულ სტუმრებს პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) უნდა მოიტანონ სულ ცოტა ერთი წიგნი მაინც. წიგნები შეგროვდება წალკის რაიონის ბიბლიოთეკებისთვის. პირველი სკოლა, რომელიც საწვავით მომარაგდება, ფშავში, სოფელ გუდრუხის სკოლა იქნება. ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვიურად უზრუნველყოფს შეგროვებული წიგნების ჩატანას რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „წიგნიერისთვის“ „გალფმა“ დაიწყო ვებპლატფორმაზე მუშაობაც, რომლის მეშვეობითაც მაღალმთიან სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ საჭიროებისამებრ საწვავი მარტივად მოითხოვონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის