კახა კალაძის ინფორმაციით, მეტრო “ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევაზე გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს სადგურ “ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება ბოლო ეტაპზეა და განცხადებას უახლოეს მომავალში შს სამინისტრო გააკეთებს.

“ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით გამოძიება გადის ბოლოში. ამ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას გააკეთებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ 2018 წლის 30 იანვარს ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა