გელა სამხარაულის ინიციატივით, ახმეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური კონსულტაცია და კარდიო- დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აქცია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა. აქციის ფარგლებში მოსახლეობამ სამედიცინო მომსახურება მაღალკვალიფიციური მედპერსონალისგან მიიღო. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, აქციის გამართულად ჩასატარებლად ადგილზე შესაბამისი პირობების შექმნაზე იზრუნა.

„მხარდამჭერი ვიქნები ყველა იმ ინიციატივის, რომლის მიზანი ადამიანებზე ზრუნვა იქნება. მითუმეტეს, თუ ეს წამოწყება ჯანმრთელობას ეხება და დაავადებების პრევენციას უკავშირდება. მაღალი კლასის სამედიცინო სერვისებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ბევრი სარგებლობს. მსგავსი ხასიათის აქტივობები, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს პათოლოგიური პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას, რაც მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევისა და სასურველი შედეგის მისაღებად, მეტად მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, განსაკუთრებით კი მედპერსონალს თანადგომისთვის“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

პარლამენტის ინფორმაციით, უფასო სამედიცინო მომსახურებით 200-მდე ადგილობრივმა ისარგებლა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“