ზვიად დევდარიანი - გამოვდივარ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად

მე გამოვდივარ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს, - ამის შესახებ CIDA-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკანასკნელი ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის, სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს“, - განაცახდა დევდარიანმა.

მან მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან, ასევე ამტკიცოს მისი სიმართლე სასამართლოში.

„მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოვლგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. ხოლო თუ სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება და კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს დავიწყე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ღირსების, პატივის და რეპუტაციის გადასარჩენად“, - განაცხადა დევდარიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ეს იყო მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილისთვისაც" - ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს