საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენები ბულგარეთში საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები ევროკომისიის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების საერთაშორისო საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოპერაციებში ცენტრის ორი პარამედიკოსი და ექიმი მონაწილეობდა. წვრთნები სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობდა. სცენარის მიხედვით, ჯგუფები წყალდიდობის, მიწისძვრისა და მეწყერის ჩამოწოლისას გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მაგალითებს აჩვენებდნენ. საწვრთნელი მოდულის მიხედვით, კოორდინირებული მუშაობის ნიმუშებს სამი სახის საძიებო, სამაშველო და სამედიცინო ერთეულები წარმოადგენდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლება ბულგარეთში 20-დან 23 მარტამდე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენლები სიმულაციურ წვრთნაში სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი მექანიზმის მონაწილე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ.

მიწვეული ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო სწავლებაზე საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველად წარსდგა.

სამოქალაქო თავდაცვის სფეროში წვრთნები ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მსგავს სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების სამსახურების მზადყოფნის შეფასებას, ასევე, კადრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას, ერთობლივი ოპერაციების დროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას ისახავს მიზნად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა