ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ RMG Copper-სა და RMG Gold-ს დაბა კაზრეთში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში დარღვევები აქვთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ RMG Copper-სა და კომპანია RMG Gold-ს დაბა კაზრეთში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში აქვთ დარღვევები. ლევან დავითაშვილს დაბა კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე პარლამენტში, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

„კომპანიებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ნაწილში ჰქონდათ დარღვევები და ეს ცნობილია საზოგადოებისთვის. საუბარია პრობლემებზე, რომელიც იდენტიფიცირებულია ჩვენს მიერ. ეს არის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ზეგავლენა წყალზე, ნიადაგზე და ა.შ. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და გვინდა გამოვასწოროთ ის სიტუაცია, რომელიც იქ არის. ყველა მიმართულებით არის პრობლემები, შენიშვნები. ამაზე იმუშავა სამინისტრომ. დეტალურად გრაფიკი გვაქვს შედგენილი, თუ რა უნდა გამოსწორდეს და როგორ. სამინისტროს დასკვნა ორივე კომპანიას გადაეგზავნა",- განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა